რატი იონათამიშვილი - საქართველო ამაყი და ღირსეული ქვეყანაა, რომელიც სტრასბურგსა და ჰააგაში პირწმინდად ამარცხებს რუსეთს, ამიტომ ცოტა ფრთხილად იყოს ყველა, როცა საქართველოზე ლაპარაკს დაიწყებს
რატი იონათამიშვილი - საქართველო ამაყი და ღირსეული ქვეყანაა, რომელიც სტრასბურგსა და ჰააგაში პირწმინდად ამარცხებს რუსეთს, ამიტომ ცოტა ფრთხილად იყოს ყველა, როცა საქართველოზე ლაპარაკს დაიწყებს

ყველა ცოტა ფრთხილად იყოს, როცა ქართველ ხალხსა და საქართველოზე საუბრობს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

„საქართველო ამაყი და ღირსეული ქვეყანაა, რომელიც სტრასბურგსა და ჰააგაში პირწმინდად ამარცხებს რუსეთს, რადგან ჩვენი დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლას არასდროს ვწყვეტთ. ამიტომ ცოტა ფრთხილად იყოს ყველა, როცა საქართველოზე დაიწყებს ლაპარაკს. ცხადია, ჩვენი საზოგადოება ამ ყველაფერს ადეკვატურად შეაფასებს. საქართველო, პირველ რიგში, საქართველოს მხარეს დგას. ეს ასე გაგრძელდება მომავალშიც და თუ ვინმეს ამის შეხსენება სჭირდება, შევახსენებთ“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი საქართველოს მიერ კიევისთვის საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „ბუკის“ გადაცემაზე უარს გამოეხმაურა. „გოლოვანოვთან“ ინტერვიუში პოდოლიაკმა განაცხადა: „ომის ათთვენახევრის შემდეგაც კი საქართველოს მთავრობას არ ესმის, ვის მხარეს უნდა იყოს“.