რატი იონათამიშვილი - საქართველო-აშშ-ის პარტნიორობა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ყველაზე მაღალ ნიშნულზეა, პროცესები უფრო მჭიდროდ განვითარდება
რატი იონათამიშვილი - საქართველო-აშშ-ის პარტნიორობა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ყველაზე მაღალ ნიშნულზეა, პროცესები უფრო მჭიდროდ განვითარდება

გარკვეული საკითხების ირგვლივ შეიძლება, იყოს განსხვავებული მოსაზრებები, მაგრამ ეს არასდროს არ აისახება საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიულ პარტნიორობაზე, – საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო-აშშ-ის ურთიერთობა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ყველაზე მაღალ ნიშნულზეა.

„ჩვენი პარტნიორობა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ყველაზე მაღალ ნიშნულზეა და ეს პროცესები უფრო მჭიდროდ განვითარდება.

ამასთან, იონათამიშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრის ჯიმ რიშის განცხადებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ მთავარი გამოსავალია, გაიზარდოს ერთი მხრივ, მოსამართლეთა დამოუკიდებლობის ხარისხი, მეორე მხრივ, მეტი მოსამართლე იყოს აღჭურვილი მანდატით.

„ჩვენი პოზიცია არის, რომ სასამართლოში მთავარი გამოწვევა, რაც დღეს არსებობს და რაც აწუხებს ჩვენს მოსახლეობას, არის სასამართლოს გადატვირთულობა და კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე სწრაფი პასუხების არარსებობა. აქედან გამომდინარე, ამ პროცესიდან ერთ-ერთი მთავარი გამოსავალია, გაიზარდოს ერთი მხრივ, მოსამართლეთა დამოუკიდებლობის ხარისხი, რაც ზოგადად, არჩევას ნიშნავს. მეორე მხრივ, მეტი მოსამართლე იყოს აღჭურვილი მანდატით, რომ მან უფრო სწრაფად მიიღოს გადაწყვეტილება და საქმეების სიჭარბე სასამართლოებში განტვირთოს“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ჯიმ რიში აცხადებს, რომ საქართველოში უკან გადადგმული ნაბჯების გამო შეწუხებულია.

ჯიმ რიშმა ყურადღება გაამახვილა გასულ კვირებში 50-ზე მეტი ჟურნალისტის ცემის ფაქტებზე, ასევე განაცხადა, რომ რამდენიმე მოსამართლე უზენაეს სასამართლოში 19 აპრილის შეთანხმების საწინააღმდეგოდ დანიშნეს.