რატი იონათამიშვილი - სამწუხაროდ, პრეზიდენტის პოსტი ეკავა ადამიანს, რომელიც სხვა ქვეყნის საიდუმლო დავალებების შემსრულებელი იყო, სააკაშვილის ქმედებები ხშირად რუსეთის ინტერესებს ემთხვეოდა
რატი იონათამიშვილი - სამწუხაროდ, პრეზიდენტის პოსტი ეკავა ადამიანს, რომელიც სხვა ქვეყნის საიდუმლო დავალებების შემსრულებელი იყო, სააკაშვილის ქმედებები ხშირად რუსეთის ინტერესებს ემთხვეოდა

ჩვენი საზოგადოებისთვის უცხო არ არის, რომ სააკაშვილის უცხო ქვეყნის აგენტობა ჯერ კიდევ მაშინ იკვეთებოდა, როცა პოლიტიკაში მოვიდა, პრეზიდენტი გახდა, საქართველოს მოქალაქეობა უკრაინის გუბერნატორობისთვის დათმო და როცა საქართველოში მალულად შემოიპარა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, არგუმენტები მყარდება, როცა ამ ყველაფერს უკრაინის მაღალჩინოსანი ამბობს.

როგორც იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, სამწუხაროა, რომ საქართველოს პრეზიდენტის პოსტი ეკავა ადამიანს, რომელიც სხვა ქვეყნის საიდუმლო დავალებების შემსრულებელი იყო.

„სუკ-ის ყოფილი აგენტები არ არსებობენ, შესაბამისად, სააკაშვილი ვერ იქნებოდა სუკ-ის ყოფილი აგენტი. მისი ქმედებები ხშირად რუსეთის ინტერესებს ემთხვეოდა მაშინ, როცა პრეზიდენტი იყო და შემდეგაც. შესაბამისად, ახალი არაფერია“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.