რატი იონათამიშვილი – სამწუხაროა, რომ ევროპარლამენტი რაღაც უსახო კანტორასა თუ ბიუროს დაემსგავსა, რომლის გადაწყვეტილებებსაც არანაირი ფასი არ აქვს საერთაშორისო დონეზე

14:31, 27.11.2026

სამწუხაროა, რომ დღეს ევროპარლამენტი რაღაც უსახო კანტორასა თუ ბიუროს დაემსგავსა, რომლის გადაწყვეტილებებსაც არანაირი ფასი არ აქვს საერთაშორისო დონეზე, არც საქართველოსთვის, მით უფრო, ევროპული ინსტიტუტების რეპუტაციას უთხრის ძირს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

იონათამიშვილის თქმით, ე.წ. ევროპარლამენტარები ამ საქმეში არიან ჩართული.

„ვხედავთ, რომ ამ საპროტესტო აქციების ლიდერები და ორგანიზატორები დანაშაულს აღიარებენ და ინანიებენ, მაგრამ ევროპარლამენტი მაინც იმავე რიტორიკას ინარჩუნებს. რა თქმა უნდა, ამის ერთადერთი შედეგი ევროპარლამენტის კიდევ უფრო გაბანკროტებული რეპუტაციაა იქნება“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ითხოვს პაატა ბურჭულაძის, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის და კიდევ რამდენიმე პირის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას.

მსგავსი