რატი იონათამიშვილი - სამარცხვინოა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ კანდიდატებმა მიხეილ სააკაშვილის სახელით სპეკულირება დაიწყეს, რათა მეტი ხმა მიიღონ თავმჯდომარეობის არჩევნებზე
რატი იონათამიშვილი - სამარცხვინოა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ კანდიდატებმა მიხეილ სააკაშვილის სახელით სპეკულირება დაიწყეს, რათა მეტი ხმა მიიღონ თავმჯდომარეობის არჩევნებზე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა გუშინ ზურაბ ჭიაბერაშვილის კანდიდატურა დატესტეს, შემდეგ უკვე ხაბეიშვილმა დააანონსა აქცია და ეს არის შიდაპარტიული საარჩევნო კამპანიის ნაწილი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

როგორც რატი იონათამიშვილმა აღნიშნა, ყველაზე უფრო უხერხული და სამარცხვინოა, რომ პარტიის შიგნით კანდიდატებმა მიხეილ სააკაშვილის სახელით სპეკულირება დაიწყეს, რათა უფრო მეტი ხმა მიიღონ თავმჯდომარეობის არჩევნებზე.

„ესეც აჩვენებს, რომ ამ ადამიანებს არანაირი მორალური და ღირებულებითი ფასეულობები არ აქვთ და იბრძვიან იმისთვის, ვინ უფრო მეტ დივიდენდს დააგროვებს შიგნით, რათა პირადი კეთილდღეობა უზრუნველყონ“, – განაცხადა იონათამიშვილმა.