რატი იონათამიშვილი - საგამოძიებო კომისიის შექმნის ერთადერთი ინტერესია, რომ კეზერაშვილს გამოძიების მასალებზე წვდომა ჰქონდეს, გამოძიებას თავი აარიდოს, ეს არ გამოუვა
რატი იონათამიშვილი - საგამოძიებო კომისიის შექმნის ერთადერთი ინტერესია, რომ კეზერაშვილს გამოძიების მასალებზე წვდომა ჰქონდეს, გამოძიებას თავი აარიდოს, ეს არ გამოუვა

საგამოძიებო კომისიის შექმნის ერთადერთი ინტერესია, რომ კეზერაშვილს გამოძიების მასალებზე წვდომა ჰქონდეს, გამოძიებას თავი აარიდოს, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

იონათამიშვილის თქმით, კეზერაშვილს ეს არ გამოუვა.

„ზუსტად ვიცით, რომ რადიკალური ოპოზიცია, ცალკეული არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები კეზერაშვილის ბენეფიციარები არიან. ყველაზე მსხვილი კრიმინალური სინდიკატის მთავარი შემოქმედის ბენეფიციარები არიან. როგორც ჩანს, სწორედ ასეთი სახსრებით ფინანსდებიან და მათ ეს დისკომფორტს არ უქმნით. შესაბამისად, ამ ადამიანების საუბარი ნებისმიერ გამოძიებაზე არის მხოლოდ ფასადური და ფარსი. საზოგადოებამ იცის, რომ კომისიის შექმნის ერთადერთი ინტერესია, კეზერაშვილს გამოძიების მასალებზე წვდომა ჰქონდეს და გამოძიებას თავი აარიდოს. ცხადია, მას ეს არ გამოუვა“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.