რატი იონათამიშვილი - სააკაშვილის უფლებადამცველები ვერ ბედავენ, სტრასბურგს მიმართონ, წინასწარ იციან, რომ კიდევ ერთხელ გაასამართლებს მას და „ნაციონალურ მოძრაობას“
რატი იონათამიშვილი - სააკაშვილის უფლებადამცველები ვერ ბედავენ, სტრასბურგს მიმართონ, წინასწარ იციან, რომ კიდევ ერთხელ გაასამართლებს მას და „ნაციონალურ მოძრაობას“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველები ვერ ბედავენ, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ.

იონათამიშვილის თქმით, მათ წინასწარ იციან, რომ სტრასბურგის სასამართლო „ნაციონალურ მოძრაობას“ და მიხეილ სააკაშვილს კიდევ ერთხელ გაასამართლებს.

„ფაქტია, მიხეილ სააკაშვილის ე.წ უფლებადამცველები არ მიმართავენ სტრასბურგის სასამართლოს. ამით აღიარებენ, რომ ქართული სასამართლოს გადაწყვეტილება იყო ობიექტური და სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მათი მთელი კამპანია სიყალბე და ფალსიფიკაციაა. შესაბამისად, ცხადია, ადამიანი როდესაც ცდილობ, ასე უტიფრად თქვა ტყუილები და მისი ტირაჟირება მოახდინო, საბოლოო ჯამში, ასე მწარედ ამთავრებ. დღეს ისინი იმასაც კი ვერ ბედავენ, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ, როგორც ამას იმუქრებოდნენ, ვინაიდან არ გააჩნიათ ამისი საფუძველი. წინასწარ იციან, რომ სტრასბურგის სასამართლო კიდევ ერთხელ გაასამართლებს „ნაციონალურ მოძრაობას“ და მიხეილ სააკაშვილს“, – განუცხადა იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს.