რატი იონათამიშვილი - სააკაშვილის ჯანმრთელობაზე საუბრები ფალსიფიკაცია და სპეკულაციაა, რომელიც მიზნად ისახავს, ჩვენს ქვეყანაში რაიმენაირად არ მოხდეს კანონის უზენაესობა
რატი იონათამიშვილი - სააკაშვილის ჯანმრთელობაზე საუბრები ფალსიფიკაცია და სპეკულაციაა, რომელიც მიზნად ისახავს, ჩვენს ქვეყანაში რაიმენაირად არ მოხდეს კანონის უზენაესობა

სააკაშვილის ჯანმრთელობაზე საუბრები ფალსიფიკაცია და სპეკულაციაა, რომელიც მიზნად ისახავს მხოლოდ ერთ რამეს, ჩვენს ქვეყანაში რაიმენაირად არ მოხდეს კანონის უზენაესობა და, შესაბამისად, ეს სამართლიანობის პრინციპს შეურაცხყოფას აყენებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

„სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სპეკულაციები იმდენად მასშტაბურია ამ ადამიანების მხრიდან წარმოებული, რომ ამას ომში მყოფი პრეზიდენტიც ეხმაურება. ჩვენ გვახსოვს და ძალიან კარგად ვიცით, რას ნიშნავს არასათანადო მოპყრობაც, წამებაც და ტერორიც, რასაც სააკაშვილის რეჟიმის და პირადად მისი მხრიდან ჰქონდა ადგილი ათასობით ოჯახის, ათი ათასობით მოქალაქის მიმართ.

რაც შეეხება ამ ყველაფერზე საუბარს, ვფიქრობ, უპრიანი იქნება, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ცენტრმა „ემპათიამ“ გაასაჯაროოს ის სამედიცინო დასკვნა, რომელიც რამდენიმე ათას გვერდზე გაწერეს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი საზოგადოება აქაც თვალნათლივ დაინახავს, რომ საუბრები მის ჯანმრთელობაზე ფალსიფიკაცია, სპეკულაციაა და მიზნად ისახავს მხოლოდ ერთ რამეს, რაიმენაირად არ მოხდეს კანონის უზენაესობა ჩვენს ქვეყანაში და, შესაბამისად, სამართლიანობის პრინციპს ეს აყენებს შეურაცხყოფას“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.