რატი იონათამიშვილი - სააკაშვილი ამბობდა, რომ არ აინტერესებს, რა ხდებოდა საქართველოში, მისი გული ეკუთვნოდა უკრაინას, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არც სააკაშვილი უყვართ და არც სიახლის შემოტანა შეუძლიათ
რატი იონათამიშვილი - სააკაშვილი ამბობდა, რომ არ აინტერესებს, რა ხდებოდა საქართველოში, მისი გული ეკუთვნოდა უკრაინას, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არც სააკაშვილი უყვართ და არც სიახლის შემოტანა შეუძლიათ

სააკაშვილის არაერთი განცხადება გვახსოვს, როცა ამბობდა, რომ არ აინტერესებს, რა ხდებოდა საქართველოში და მისი გული ეკუთვნოდა უკრაინას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა გავრცელებულ ინფორმაციაზე საუბრისას, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს პრემიერმინისტრობის კანდიდატად ამზადებს.

როგორც იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ეს ანტიევროპული და ანტიქართული ძალა წავა პოლიტიკური გაკოტრებისკენ, რაც პოლიტიკური სპექტრისთვის ცუდი არ იქნება.

„კრიმინალურ ბუნებასთან ერთად, „ნაციონალური მოძრაობის“ სამარკო ნიშანია უპასუხისმგებლობა. ეს პარტია არის ყველაზე არათანმიმდევრული და არასტაბილური პოლიტიკური ძალა. სააკაშვილის არაერთი განცხადება გვახსოვს, როცა ამბობდა, რომ არ აინტერესებს, რა ხდებოდა საქართველოში და მისი გული ეკუთვნოდა უკრაინას. მხოლოდ უკრაინულ ენაზე უნდა საუბარი, მათ შორის სასამართლო პროცესზე. ყოფილი პრეზიდენტის სტატუსი როცა გაქვს, იმ ქვეყანას შეურაცხყოფ, რომლის პრეზიდენტიც იყავი. რასაც მიაღწევენ, ეს პოლიტიკური სპექტრისთვის ცუდი არ იქნება. ეს ანტიევროპული და ანტიქართული ძალა წავა პოლიტიკური გაკოტრებისკენ. ამ პარტიაში ერთმანეთის გარშემო არც ღირებულებების გამო იდგნენ და არც პრინციპების. მხოლოდ შიშისა და ძალაუფლებისთვის იდგნენ. მათ არც სააკაშვილი უყვართ და არც სხვა მხრივ სიახლის შემოტანა შეუძლიათ. მათი სტრუქტურაა – ერთმანეთის სადამდე ეშინიათ და სადამდე შეუძლიათ ერთმანეთის გამოყენება“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.