რატი იონათამიშვილი - რუსეთი რომ საქართველოს მიმართ ჰიბრიდული ომის გზებს გაააქტიურებდა, მოსალოდნელი იყო, მაგრამ კასიანოვის ამ ნარატივში ჩაჯდომა უცნაურია
რატი იონათამიშვილი - რუსეთი რომ საქართველოს მიმართ ჰიბრიდული ომის გზებს გაააქტიურებდა, მოსალოდნელი იყო, მაგრამ კასიანოვის ამ ნარატივში ჩაჯდომა უცნაურია

საქართველო ღირსებით სავსე ქვეყანაა და არავის აქვს უფლება, რომ ჩვენ შესაბამისად არ გვესაუბროს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

დეპუტატი გამოეხმაურა საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებას, რომ რუსების საქართველოში შემოსვლის გამო საფრთხის არსებობის შემთხვევაში, შესაძლოა, საქართველოდან უკრაინელების ევაკუაცია განხორციელდეს.

„რუსეთი რომ საქართველოს მიმართ ჰიბრიდული ომის გზებს გაააქტიურებდა, ცხადია, მოსალოდნელი იყო, მაგრამ ამის ნარატივში თუ კასიანოვი ჩაჯდებოდა, ეს უცნაურია. უკრაინას ბელარუსიდან ელჩი არ ჰყავს გამოწვეული, რაც გაუგებარია. ყველას შევახსენებ, რომ საქართველო ღირსებით სავსე ქვეყანაა და არავის აქვს უფლება, რომ ჩვენ შესაბამისად არ გვესაუბროს. ასევე, ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც ამაყობს თუნდაც იმით, რომ რუსეთი დამარცხებული ჰყავს სტრასბურგსა და ჰააგაში და მეტი პატივისცემა მართებს ყველას, როცა საქართველოში დაიწყებს საუბარს, აღარ ვლაპარაკობ დიპლომატიურ სტანდარტზე“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.