რატი იონათამიშვილი - რადიკალური ოპოზიციის გაწმენდისთვის თვითმმართველობის არჩევნები მნიშვნელოვანი იქნება
რადიკალური ოპოზიციის გაწმენდისთვის თვითმმართველობის არჩევნები მნიშვნელოვანი იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, რადიკალურ ოპოზიციას არჩევნების ტოტალურად ეშინია, რადგან ისინი დამარცხდებიან.
„თვითმმართველობის არჩევნებამდე არც ისე დიდი დრო არ არის დარჩენილი, რომელიც თავისი შედეგებით საინტერესო იქნება. რადიკალურ ოპოზიციას არჩევნების ტოტალურად ეშინია, რადგან ისინი დამარცხდებიან. ეს გაკოტრებული ოპოზიცია სრულ აგონიაში იმყოფება. შეშინებული და დაბნეული არიან, მაგრამ მათ ამის მიზეზები საკუთარ თავებში უნდა ეძებონ. ისინი ყოველთვის თავიანთი ამომრჩევლის ინტერესებს თელავენ და მათ არ უსმენენ, რის გამოც მათ არანაირი პერსპექტივა არ აქვთ. რადიკალური ოპოზიციის გაწმენდისთვის თვითმმართველობის არჩევნები მნიშვნელოვანი იქნება“, – განაცხადა იონათამიშვილმა.