რატი იონათამიშვილი - რაც უფრო მოახლოვდება შიდაპარტიული არჩევნები, „ნაციონალური მოძრაობიდან“ მით უფრო მეტი სიბინძურე გამოჟონავს
რატი იონათამიშვილი - რაც უფრო მოახლოვდება შიდაპარტიული არჩევნები, „ნაციონალური მოძრაობიდან“ მით უფრო მეტი სიბინძურე გამოჟონავს

რაც უფრო მოახლოვდება შიდაპარტიული არჩევნები, „ნაციონალური მოძრაობიდან“ მით უფრო მეტი სიბინძურე გამოჟონავს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

როგორც რატი იონათამიშვილმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ კლანები შედგება ოდიოზური და კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანებისგან, მათ შორის დიდი სხვაობა არ არის.

„არჩევნების თარიღი იქნება ამ პარტიის დაშლისა და ქართული პოლიტიკური სივრციდან მათი გაქრობის დამაჩქარებელი ფაქტორი, რაც კარგია, რადგან ქართულ პოლიტიკაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლით პროცესები გაჯანსაღდება. რაც შეეხება გიორგი რურუას განცხადებას, მასში არის სერიოზული ბრალდებები, თუმცა აქ საინტერესოა ასევე ის, რომ მას თუ ასეთი ინფორმაციები ჰქონდა, აქამდე რატომ იყო ჩუმად და არ საუბრობდა? საზოგადოებამ „ნაციონალური მოძრაობის“ რუსული კავშირები ევროპის საბჭოს რეზოლუციის მხარდაჭერისას ნახა, რომელსაც ხელი მოაწერა „ნაციონალურმა მოძრაობამ“. აქ საუბარი არ არის პერსონებზე, საუბარია იმ პარტიის მემკვიდრეობაზე, რომელიც ყოველთვის ცდილობდა, რეგიონში რუსეთი გაეძლიერებინა“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.