რატი იონათამიშვილი - რაც უფრო დასუსტდება „ნაციონალური მოძრაობა“, მით უფრო გაჯანსაღდება პოლიტიკური გარემო
რატი იონათამიშვილი - რაც უფრო დასუსტდება „ნაციონალური მოძრაობა“, მით უფრო გაჯანსაღდება პოლიტიკური გარემო

„ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო კამპანია რაც დაიწყო, მით უფრო მძიმე საყურებელი გახდა პარტია. ეს ყველაფერი გვაჩვენებს, ისინი როგორ არიან დაცლილი ყოველგვარი ღირებულებებისა და რესურსისგან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხოლოდ ერთმანეთის ქიშპით, საყვედურებით გამოდიან და თავად სპეკულირებენ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობით.

„მხოლოდ ერთმანეთის ქიშპითა და საყვედურებით გამოდიან და თავად სპეკულირებენ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობით. ეს ადასტურებს, რომ მსგავსი ჯგუფების ადგილი პოლიტიკაში არ არის და რაც უფრო დასუსტდება „ნაციონალური მოძრაობა“, მით უფრო გაჯანსაღდება პოლიტიკური გარემო. ეს ადამიანები უარს ამბობენ მიხეილ სააკაშვილის დიაგნოზის გასაჯაროებაზე, რაც ლოგიკურად გვაფიქრებინებს, რომ სიმულაციური არის საუბრები სააკაშვილის ჯანმრთელობაზე და ამ ყველაფერს რეალური საფუძველი არ გააჩნია. ისინი მხოლოდ პოლიტიკურ სპეკულაციებზე არიან ორიენტირებული. გვახსოვს, რომ სააკაშვილს აქვს ნიუ იორკსა და მაიამიში პენტჰაუსები შეძენილი და როცა ასეთი ქონება გაქვს, კიდევ უფრო მეტად არ გესიამოვნება, იყო პატიმარი და სასჯელს იხდიდე სამართლიანად. სხვა მხრივ, არანაირი საფუძველი არ გვაქვს, ვთქვათ, რომ მას ის სამედიცინო მომსახურება არ მიეწოდება, რაც მისთვის აუცილებელია“, – განაცხადა რატი ონათამიშვილმა.