რატი იონათამიშვილი - პოლიტიკაში გიორგი გახარიას ყოფნის გამო ოდნავადაც არ გვეშინია
რატი იონათამიშვილი - პოლიტიკაში გიორგი გახარიას ყოფნის გამო ოდნავადაც არ გვეშინია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ ოდნავადაც კი არ ეშინია იმის, რომ გიორგი გახარიას პოლიტიკური გუნდის გამო მხარდამჭერების რაოდენობას დაკარგავს.

როგორც ჟურნალისტებს იონათამიშვილმა განუცხადა, მისთვის დღეს გიორგი გახარიასთან დაკავშირებული საკითხები ძალიან უინტერესოა.

„როგორც ჩანს, ერთადერთი ამოცანაა, რომ საუბარი იყოს პროცენტებზე. უხერხულია მოსახლეობასთან ამ საკითხებზე ვსაუბრობდეთ. პოლიტიკაში გიორგი გახარიას ყოფნის გამო ოდნავადაც არ გვეშინია“, – განაცხადა იონათამიშვილმა.