რატი იონათამიშვილი - ოპოზიცია ანტიდემოკრატიული და პროვოკაციაზე ორიენტირებული სცენარით ცდილობს ქვეყნის დაზიანებას, ანტისახელმწიფოებრივ მიზანს განხორციელება არ უწერია
რატი იონათამიშვილი - ოპოზიცია ანტიდემოკრატიული და პროვოკაციაზე ორიენტირებული სცენარით ცდილობს ქვეყნის დაზიანებას, ანტისახელმწიფოებრივ მიზანს განხორციელება არ უწერია

ბევრი სპეკულაცია, პროვოკაცია მოვისმინეთ. არ დავუშვებთ, ოკუპაციის შესახებ კანონი იყოს დარღვეული და ამ კანონის ქვეშ ვინც ხვდება, ის შემოვიდეს ქვეყანაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია ანტიდემოკრატიული და პროვოკაციაზე ორიენტირებული სცენარის განვითარებით ცდილობს ქვეყნის დაზიანებას. როგორც იონათამიშვილი ამბობს, ასეთ გეგმას განხორციელება არ უწერია.

„ძალიან უხერხულია, როდესაც აქცენტი კეთდება თუნდაც ისეთ ადამიანზე, ვინც აღმოჩნდა, რომ ისრაელის მოქალაქეა, ამავდროულად, ანტიპუტინისტური გამოსვლებით, აქტიურობით გამოირჩევა და მას წინასწარ აცხადებენ პუტინის მხარდამჭერად. მსგავსი საკითხები არ იმალება და, საბოლოო ჯამში, საზოგადოება ხედავს, ვინ არის გულწრფელი და ვინ – ყალბი. ვინაიდან ოპოზიციამ იცის, დემოკრატიული პროცესებით არანაირი უპირატესობის მოპოვება არ შეუძლია, მათი არჩევანია ანტიდემოკრატიული და პროვოკაციაზე ორიენტირებული სცენარი, ამით ცდილობენ ჩვენი ქვეყნის ჭაობში ჩაძირვას, დაზიანებას. ეს ადამიანები არ არიან გულწრფელი არც მაშინ, როცა ოკუპაციას აპროტესტებენ, არც მაშინ, როცა ფსევდოეროვნული აქტივობით გამოდიან. მათი ერთადერთი მიზანია, რამენაირად შანსი მიეცეთ და თუ ჩვენს ქვეყანაში იქნება არეულობა, ამ ყველაფერმა საქართველოში მეორე ფრონტი გახსნას. ამ გეგმას და ანტისახელმწიფოებრივ მიზანს განხორციელება არ უწერია“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.