რატი იონათამიშვილი - ნიკა მელია არის კარიკატურული პოლიტიკოსი, ხოლო კახა კუჭავა პროგრესული, ევროპული ტიპის პოლიტიკოსი
რატი იონათამიშვილი - ნიკა მელია არის კარიკატურული პოლიტიკოსი, ხოლო კახა კუჭავა პროგრესული, ევროპული ტიპის პოლიტიკოსი

ნიკა მელია არის კარიკატურული პოლიტიკოსი, ხოლო კახა კუჭავა პროგრესული, ევროპული ტიპის პოლიტიკოსი, – აცხადებს „ქართული ოცნების“ დეპუტატი რატი იონათამიშვილი.

„ორ პოლიტიკოსს, ნიკა მელიასა და კახა კუჭავას ერთმანეთს თუ შევადარებთ, ნიკა მელია არის კარიკატურული პოლიტიკოსი, ხოლო კახა კუჭავა – პროგრესული, თანამედროვე, ევროპული ტიპის პოლიტიკოსი.

ამიტომ, რაც უფრო მეტს იკადრებს და გააკრიტიკებს მელია კუჭავას, მით უფრო უკეთესი იქნება ეს კუჭავასთვის და მით უფრო უარესი მელიასთვის“, – აცხადებს რატი იონათამიშვილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ დღეს „ფეისბუ​ქზე“ დაწერა, რომ „ქუჩაში მორბენალ ორკზე უარესია კაბინეტში გამოჯგიმული კუჭავა, რომელიც „ვიშვიშებს“ და „გმობს“ ძალადობას“.

დატოვე კომენტარი