რატი იონათამიშვილი - ნაკლებად მაინტერესებს, რა შეიძლება იყოს ოპოზიციაში განხეთქილების მიზეზი, მათ გაერთიანების პერსპექტივა არ გააჩნიათ
რატი იონათამიშვილი - ნაკლებად მაინტერესებს, რა შეიძლება იყოს ოპოზიციაში განხეთქილების მიზეზი, მათ გაერთიანების პერსპექტივა არ გააჩნიათ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ მისთვის საპატიმროდან ახლად გათავისუფლებული ვანო მერაბიშვილის განცხადებები ნაკლებად საინტერესოა.

„ნაკლებად მაინტერესებს, რა შეიძლება იყოს ოპოზიციაში განხეთქილების მიზეზი, მათ გაერთიანების პერსპექტივა არ გააჩნიათ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

მისივე თქმით, არასერიოზულია სტანდარტი, რომ თუკი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხარ, შეგიძლია დანაშაული ჩაიდინო და იმუნიტეტი გაქვს.

„სტანდარტი იმის თაობაზე, რომ თუ ხარ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, შეგიძლია, მოიპარო, მოუსმინო, აწამო ადამიანები და სიცოცხლე მოუსპო და ეს არის იმუნიტეტი, არის არასერიოზული. მსგავსი განცხადებებითა და მიდგომით ვერც პოლიტიკური პირები და ვერც პარტიები წარმატებას ვერასოდეს მიაღწევენ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.