რატი იონათამიშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ ზნე არ იცვლება, ეს არის გაკოტრებული პარტია, აშკარაა ყველა ის მანკიერი მხარე, რომელიც ამ პარტიაში წლების განმავლობაში ბუდობდა
რატი იონათამიშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ ზნე არ იცვლება, ეს არის გაკოტრებული პარტია, აშკარაა ყველა ის მანკიერი მხარე, რომელიც ამ პარტიაში წლების განმავლობაში ბუდობდა

კლანების უბინძურესი ბრძოლა მიმდინარეობს „ნაციონალურ მოძრაობაში“, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს – პირადი კეთილდღეობა მოიპოვონ და კლანურ ფინანსურ წყაროებზე გავლენა ჰქონდეთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

იონათამიშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ გაკოტრებული პარტიაა.

„რადიკალურ ოპოზიციაში რომ ამ ყველაფერს ჩვეულებრივ მოვლენას უწოდებენ, ეს ნიშნავს, რომ მათთვის ჩვეულებრივი მოვლენაა ასეთი ბინძური მოვლენები და დაპირისპირებები. „ნაციონალური მოძრაობის“ ზნე არ იცვლება, ეს არის გაკოტრებული პარტია. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბინძური, კრიმინალური ბრძოლები დღეს და გუშინ არ დაწყებულა, ეს მაშინ იყო, როცა ჯერ კიდევ ხელისუფლებაში იყვნენ. უკვე აშკარაა ყველა ის მანკიერი მხარე, რომელიც წლების განმავლობაში ბუდობდა „ნაციონალურ მოძრაობაში“. რაც ნაკლებად იქნება ასეთი ოდიოზური დაჯგუფება წარმოდგენილი პოლიტიკაში, მით უფრო ჯანსაღი პროცესი იქნება“, – განაცხადა იონათამიშვილმა.