რატი იონათამიშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ შინაარსისგან დაცლილი პოლიტიკური ჯგუფია, სადაც დაშლის პროცესი შეუქცევადია
„ნაციონალური მოძრაობა“ შინაარსისგან დაცლილი პოლიტიკური ჯგუფია, სადაც დაშლის პროცესი შეუქცევადია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, პარტია ცდილობდა მავნებლური კამპანიის დანერგვას და „საბოლოო ჯამში, დანერგა საკუთარ თავში“.
„ქართული ოცნება“ როდესაც აქტიურად მუშაობს 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოველდღიური სიახლეები არის – ვინ მიდის, ვინ ტოვებს, ვინ გარბის ამ პარტიიდან, ვინ ვის უპირისპირდება, ხელჩართულ ჩხუბშია გადასული, თავმჯდომარეს გადაირჩევენ, თუ არ გადაირჩევენ. ესეც აჩვენებს იმ რეალურ სახეს, მიზნებს და ამბიციებს, რაც გააჩნია „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ ეს არის შინაარსისგან დაცლილი პოლიტიკური ჯგუფი, სადაც დაშლის პროცესი არის შეუქცევადი და ესეც არის დამსახურება იმ მავნებლური კამპანიის, რომელსაც ის ცდილობდა, დაენერგა ჩვენს ქვეყანაში და საბოლოო ჯამში, დანერგა საკუთარ თავში“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.