რატი იონათამიშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ გოიმურ პარტიად ჩამოყალიბდა, ფაქტია, ზურაბ ჭიაბერაშვილის კანდიდატურა დაიტესტა და პარტიის შიგნითაც ნეგატიური გამოეხმაურება მოჰყვა
რატი იონათამიშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ გოიმურ პარტიად ჩამოყალიბდა, ფაქტია, ზურაბ ჭიაბერაშვილის კანდიდატურა დაიტესტა და პარტიის შიგნითაც ნეგატიური გამოეხმაურება მოჰყვა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ სერიოზული კრიზისი არსებობს. მისივე თქმით, რაც პარტიაში ხდება, არასტაბილურობისა და არათანმიმდევრულობის გამოვლინებაა.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ სერიოზული კრიზისი არსებობს არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ინტელექტუალური. რაც იქ ხდება, არის არასტაბილურობისა და არათანმიმდევრულობის გამოვლინება. „ნაციონალური მოძრაობა“ გოიმურ პარტიად ჩამოყალიბდა, მართლა უსამშობლო პარტია“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ამასთან, საქართველოს პირველ არხთან საუბრისას რატი იონათამიშვილმა შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადება, სადაც ჭიაბერაშვილი ამბობს: „რა თავმჯდომარეობა, ვინმეს მართლა ჰგონია, რომ ჩემთვის რაიმე თანამდებობა მნიშვნელოვანია? დაწყნარდით, არავის სკამს საფრთხე არ ემუქრება“.

იონათამიშვილის თქმით, ფაქტია, რომ ზურაბ ჭიაბერაშვილის კანდიდატურა დაიტესტა და მის კანდიდატურას პარტიის შიგნითაც ნეგატიური გამოეხმაურება მოჰყვა.

„ფაქტია, რომ ზურაბ ჭიაბერაშვილის კანდიდატურა დაიტესტა და მის კანდიდატურას პარტიის შიგნითაც ნეგატიური გამოეხმაურება მოჰყვა. თავმჯდომარის არჩევნებში კარიკატურული პერსონალები მონაწილეობენ“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.