რატი იონათამიშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ არის დეგრადირებული პარტია, მათ არც ბოიკოტის უნარი აქვთ, არც საპარლამენტო საქმიანობის, არც აქციების და არც კონსტრუქციული არსებობის
რატი იონათამიშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ არის დეგრადირებული პარტია, მათ არც ბოიკოტის უნარი აქვთ, არც საპარლამენტო საქმიანობის, არც აქციების და არც კონსტრუქციული არსებობის

„ნაციონალურ მოძრაობას“ არც ბოიკოტის უნარი აქვს და არც საპარლამენტო საქმიანობის, არც აქციების და არც კონსტრუქციული არსებობის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

როგორც რატი იონათამიშვილმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ არის დეგრადირებული პარტია, რომელიც გზააბნეულია, მაგრამ ისეთი ლიდერი ჰყავთ, სხვა არც არის მოსალოდნელი.

„მათ დღევანდელობას თუ კრიმინალურ წარსულს დავამატებთ, კიდევ უფრო ცხადი ხდება, ეს პარტია პოლიტიკური უფსკრულისკენ რატომ მიექანება. ეს არის კანონზომიერება. ფაქტია, რომ მსგავსი ანტიეროვნული და ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებებით ნებისმიერი პოლიტიკური გაერთიანება ასე დაამთავრებს საკუთარ საქმიანობას. თავის დროზე ბოიკოტის გამოცხადება ტყუილი იყო. მათ ბოიკოტს მიმართეს არა იმიტომ, რომ სააკაშვილთან მიმართებაში რაიმეს აპროტესტებდნენ, არამედ იმიტომ, რომ პარლამენტში არ ევლოთ და ხელფასები მაინც აეღოთ. ეს „გაიპრავეს“, – განაცხადა იონათამიშვილმა.