რატი იონათამიშვილი - „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაიგივებული ჯგუფები იქნებიან პარლამენტში თუ უპერსპექტივო წინადადებებით გამოვლენ, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს
რატი იონათამიშვილი - „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაიგივებული ჯგუფები იქნებიან პარლამენტში თუ უპერსპექტივო წინადადებებით გამოვლენ, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს

„ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაიგივებული ჯგუფები იქნებიან პარლამენტში თუ უპერსპექტივო წინადადებებით გამოვლენ, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, – აცხადებს „ქართული ოცნების“ დეპუტატი რატი იონათამიშვილი.

„ოპოზიციის იმ ჯგუფებმა, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არიან გაიგივებული და რითაც თავი დაგვამახსოვრეს, არის ის, რომ სხდომათა დარბაზში ოკუპანტი ქვეყნის ჰიმნი გააჟღერეს და პრორუსული განცხადება გააკეთეს, თითქოს, საქართველო არ არის მზად, ნატო-ს წევრი გახდეს.

ისინი იქნებიან პარლამენტში თუ უპერსპექტივო წინადადებებით გამოვლენ, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ორივე ერთნაირად განიცდიან რეპუტაციულ ზიანს ქართულ საზოგადოებაში. არასტაბილური ჯგუფები არიან, რომელთაც არ იციან, რა უნდათ გარდა იმისა, რომ რადიკალური პროცესების განვითარება უნდათ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს, რომ საპარლამენტო ბოიკოტი დაიწყო და მხოლოდ იმ სხდომებს დაესწრება, რომელიც საზოგადოებისთვის აქტუალურ თემებს შეეხება. „ლელოსა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ფრაქციები აღნიშნავენ, რომ საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში არ არიან, მაგრამ იმ სხდომებზე დასწრებას აპირებენ, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებსა და მთავრობისთვის უნდობლობის საკითხი განიხილება. სამმა საპარლამენტო ფრაქციამ პროტესტის ამ ფორმას მას შემდეგ მიმართა, რაც პარლამენტში რამდენიმე დღის წინ სხდომათა დარბაზში დაპირისპირება მოხდა. ბოიკოტის რეჟიმში არ გადადიან „მოქალაქეები“, „გირჩი“ და „ევროპელი სოციალისტები“.