რატი იონათამიშვილი - „ნაციონალურ მოძრაობა“ ჩვენს შეთავაზებას თუ გაემიჯნება, თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდება
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, ოპოზიციას მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა თუ არ უნდა, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ თამაშგარე მდგომარეობაში ყოფნა აირჩიეს.
როგორც ჟურნალისტებს იონათამიშვილმა განუცხადა, მმართველი გუნდის შეთავაზება 100/50 არის კომპრომისული და მნიშვნელოვანია, ოპოზიციასთან დიალოგი ამ მოდელზე გაიმართოს.
„ეს ცალმხრივი პროცესი არ არის და თუ „ნაციონალურ მოძრაობა“ შეთავაზებას გაემიჯნება, თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდება. ხელოვნურად შექმნილი ნებისმიერი გაერთიანება განწირულია იმისთვის, რომ დაიშალოს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.