რატი იონათამიშვილი მიიჩნევს, რომ ნინო ნადირაძის გუშინდელი განცხადება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული დისკუსიის ხელოვნურობას აჩვენებს
რატი იონათამიშვილი მიიჩნევს, რომ ნინო ნადირაძის გუშინდელი განცხადება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული დისკუსიის ხელოვნურობას აჩვენებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი მიიჩნევს, რომ „ვივამედის“ გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის გუშინდელი განცხადება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული დისკუსიის ხელოვნურობას აჩვენებს.

იონათამიშვილმა კომენტარი გააკეთა ნინო ნადირაძის იმ განცხადებაზე, სადაც ის ამბობს: „მიხეილ სააკაშვილისთვის ოჯახის წევრებს საჭირო საჭმლის კალორაჟიც არ მოაქვთ. ექიმი ითხოვს, ცოტა მრავალფეროვანი საკვები მოიტანონ, ამ დროს მაღაზიის ცივი საკვები მოაქვთ“.

„ეს ფაქტი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ხელოვნურია მთელი ის დისკუსია, რაც ამ ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით იყო წარმოებული. ცხადია, ეს სიახლე არ არის და ჩვენმა მოქალაქეებმა ზუსტად იცოდნენ, რომ მანიპულაციებისა და სპეკულაციების დიდი სივრცე არსებობდა და კონკრეტული არგუმენტი არ დადებულა, მაგრამ ახლა კიდევ უფრო მეტად ვრწმუნდებით ამ კამპანიის ხელოვნურობაში. არაერთხელ ვნახეთ მოწოდებები, რომ მას შიმშილობა არ უნდა შეწყვიტა და როცა „შიმშილობდა“, ბევრი უცნაური განცხადება ვნახეთ. ცალკეული ძალები და ჯგუფები როდესაც მისი ჯანმრთელობის დაცვაზე უნდა ყოფილიყვნენ ორიენტირებულნი, პირიქით იყო, რაც ბევრ ეჭვს აჩენდა. კალორიულობის ფაქტი თუ დადასტურდა – და ჩვენ არ გვაქვს საფუძველი, ამაში რაიმე ეჭვი შევიტანოთ – სამწუხარო ფაქტი იქნება ასეთ დონეზე დაცემა იმისთვის, რომ ადამიანი დავიხსნათ კანონის უზენაესობისგან. ეს ძალიან უხერხული და არასწორია“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.