რატი იონათამიშვილი - კლასიკური „ნაცის“ სახეა, ამ შემთხვევაში საკმაოდ შეძლებული „ნაცის“, როცა საკუთარ მამას გირაოს ფულსაც არ უხდი და სხვას სთხოვ, ეს თავმოყვარე ქართველს თავში არასდროს მოუვა
რატი იონათამიშვილი - კლასიკური „ნაცის“ სახეა, ამ შემთხვევაში საკმაოდ შეძლებული „ნაცის“, როცა საკუთარ მამას გირაოს ფულსაც არ უხდი და სხვას სთხოვ, ეს თავმოყვარე ქართველს თავში არასდროს მოუვა

ეს არის კლასიკური „ნაცის“ სახე, რომელიც საკუთარ მამას გირაოს ფულსაც არ უხდის და სხვას სთხოვს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

იონათამიშვილი ეხმაურება ექიმ გიორგი ჩახუნაშვილისთვის 20 000-ლარიანი გირაოს შეფარდების შემდეგ, მისი შვილის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს, სადაც გირაოს თანხის აგროვებას ითხოვს და ანგარიშის ნომერს აქვეყნებს.

„აი, ზუსტად ესაა კლასიკური „ნაცის“ სახე, ამ შემთხვევაში საკმაოდ შეძლებული „ნაცის“, რომელიც საკუთარ მამას გირაოს ფულსაც არ უხდის და სხვას სთხოვს. ეს ხომ ჯანსაღ და თავმოყვარე ქართველს თავში არასდროს მოუვა… მაგრამ პრინციპში, რა გვიკვირს, მამის უკანალში დამჭრელი გმირად გამოგვიცხადეს წინა შემთხვევაში“, – წერს იონათამიშვილი.