რატი იონათამიშვილი - კეზერაშვილმა თავის თავზე აიღო რადიკალური ოპოზიციის დახმარება, ცისკარიშვილმა - აქციის ორგანიზება, დეკანოიძემ სააკაშვილის თემით მანიპულირება აღიარა, ხომ არ იცით, რა ხდება?
რატი იონათამიშვილი - კეზერაშვილმა თავის თავზე აიღო რადიკალური ოპოზიციის დახმარება, ცისკარიშვილმა - აქციის ორგანიზება, დეკანოიძემ სააკაშვილის თემით მანიპულირება აღიარა, ხომ არ იცით, რა ხდება?

კეზერაშვილმა თავის თავზე აიღო რადიკალური ოპოზიციის და არასამთავრობოების დახმარება, პეტრე ცისკარიშვილმა – აქციის ორგანიზება, დეკანოიძემ სააკაშვილის თემით მანიპულირება აღიარა. ხომ არ იცით, რა ხდება? – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი წერს.

იონათამიშვილმა აღნიშნულის თაობაზე სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე დაწერა.

„აღიარებათა სერიიდან: გუშინწინ კეზერაშვილმა თავის თავზე აიღო რადიკალური ოპოზიციის და არასამთავრობოების დახმარება. მორალური, რა თქმა უნდა. აბა, ფინანსური საიდან?! გუშინ პეტრე ცისკარიშვილმა თავის თავზე აიღო აქციის ორგანიზება. აქაც, სავარაუდოდ, მორალურ და ინტელექტუალურ მხარდაჭერაზე უნდა იყოს საუბარი. დღეს ხატია დეკანოიძემ სააკაშვილის თემით მანიპულირება აღიარა. რა თქმა უნდა, მხოლოდ შიდა არჩევნებში. აბა, ზოგადად გამორიცხულია, ვინ იკადრებს… რა ხდება, ვინმემ ხომ არ იცით?“ – წერს რატი იონათამიშვილი.