რატი იონათამიშვილი - კეზერაშვილი შეშინებულია, ცდილობს, მიიღოს ინფორმაცია, რა მტკიცებულებებითაა საერთაშორისო გამოძიება მის კვალზე მისული
რატი იონათამიშვილი - კეზერაშვილი შეშინებულია, ცდილობს, მიიღოს ინფორმაცია, რა მტკიცებულებებითაა საერთაშორისო გამოძიება მის კვალზე მისული

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, საზოგადოება ხედავს, რომ ქოლცენტრების საქმეზე გამოძიება საკმაოდ ეფექტურად მიმდინარეობს როგორც საქართველოში, ასევე ევროპაში.

მისი თქმით, დავით კეზერაშვილი ცდილობს, თავი დაიძვრინოს მოახლოებული სასჯელისგან.

„ცხადია, დავით კეზერაშვილი არის შეშინებული და ცდილობს, მიიღოს ინფორმაცია, რა მტკიცებულებებით არის მისული მის კვალზე საერთაშორისო გამოძიება. მას დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა უნდა, რათა ჰქონდეს წვდომა მტკიცებულებებზე, მათ შორის მოწმეებზე. ალბათ, ფიქრობს, რომ ასეთ შემთხვევაში თავის დაძვრენის შესაძლებლობა ექნება. კეზერაშვილი ცდილობს, თავი დაიძვრინოს მოახლოებული სასჯელისგან“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.