რატი იონათამიშვილი - კახა კალაძე არის მერობის უკონკურენტო კანდიდატი, თითოეული ჩვენი კანდიდატი სხვა მუნიციპალიტეტებშიც იქნება უკონკურენტო
რატი იონათამიშვილი - კახა კალაძე არის მერობის უკონკურენტო კანდიდატი, თითოეული ჩვენი კანდიდატი სხვა მუნიციპალიტეტებშიც იქნება უკონკურენტო

თბილისის მერობის კანდიდატებს შორის კახა კალაძე იქნება უკონკურენტო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციური კანდიდატების შანსებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ თითოეული კანდიდატი სხვა მუნიციპალიტეტებშიც იქნება უკონკურენტო.

„კახა კალაძე არის უკონკურენტო კანდიდატი, ვინაიდან ის ჩვენი ქალაქის საუკეთესო მერია და ამას ამყარებს ის კონკრეტული პროექტები და საქმიანობა, რომელიც მან დედაქალაქში გაატარა. თითოეული ჩვენი კანდიდატი სხვა მუნიციპალიტეტებშიც იქნება უკონკურენტო.

რაც შეეხება ოპოზიციურ კანდიდატებს, ფაქტია, ამ თვითმმართველობის არჩევნებზე ნიკა მელია და თაკო ჩარკვიანი მხოლოდ ერთმანეთის კონკურენტები თუ იქნებიან“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.