რატი იონათამიშვილი - მმართველი გუნდი შეთანხმების პირობებს იცავს
რატი იონათამიშვილი - მმართველი გუნდი შეთანხმების პირობებს იცავს

იმ ოპოზიციური ჯგუფების მიზანი, რომლებიც ცდილობენ, კანონპროექტი ერთობლივი ინიციატივა არ იყოს, ის არის, რომ ამ ფორმატში არ ითანამშრომლონ. პრინციპულად, მათი მხრიდან ვერანაირი განსხვავება ვერ მოვისმინეთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი შეთანხმების პირობებს იცავს.

„მთავარი პრინციპები რაც არის, ამაზე ხელი მოწერილია, როდესაც ჩვენ შევთანხმდით დოკუმენტზე. ჩვენ ვიცავთ ამ პრინციპებს, თითოეულ სიტყვას, რომელიც ამ შეთანხმებაშია მოცემული. ამის ფონზე მსგავსი ინტერპრეტაციები არაკომპეტენტურობის ან სიჯიუტის გამოვლენაა, რომ არ უნდათ, ერთობლივი ინიცირებით მოხდეს კანონპროექტის განხილვა“, – განაცხადა იონათამიშვილმა.