რატი იონათამიშვილი - გვახსოვს, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს დასაპატიმრებელი, რეპრესიებში მოსაყოლი და დასახოცი ადამიანების სიებიც კი ჰქონდათ, ზნეს არ იცვლიან
რატი იონათამიშვილი - გვახსოვს, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს დასაპატიმრებელი, რეპრესიებში მოსაყოლი და დასახოცი ადამიანების სიებიც კი ჰქონდათ, ზნეს არ იცვლიან

გვახსოვს, 2012 წლის არჩევნების დროს, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“, ფაქტობრივად, არჩევნების შემდეგ ფართომასშტაბიან რეპრესიებს აპირებდა, ბიძინა ივანიშვილმა და ქართველმა ხალხმა შეუშალა ხელი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „„ნაციონალური მოძრაობა“ არ იცვლის ზნეს და იგივე რჩება“.

„ახლა „ნაციონალურ მოძრაობის“ წარმომადგენლებს ძალაუფლება არ აქვთ, რომ სიებს ხორცი შეასხან. გვახსოვს, როდესაც მათ დასაპატიმრებელი, რეპრესიებში მოსაყოლი და დასახოცი ადამიანების სიებიც კი ჰქონდათ. განსაკუთრებით, ეს გვახსოვს 2012 წლის არჩევნების დროს, როდესაც, ფაქტობრივად, არჩევნების შემდეგ ფართომასშტაბიან რეპრესიებს აპირებდნენ, ბიძინა ივანიშვილმა და ქართველმა ხალხმა შეუშალა ხელი. ახლა აქვთ ისევ ეს ოცნებები, მაგრამ არა უშავს, წერონ და იკითხონ. ამით ჩვენ კიდევ ერთხელ გაგვახსენებენ თავიანთ დანაშაულებრივ და კრიმინალურ ბუნებას“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „მაგნიტსკის სიის“ ავტორს, ბილ ბრაუდერს წერილით მიმართა, რომ „დაეხმაროს ადგილობრივ ქართულ ჯგუფებს, ლეტალური შედეგის ლოდინის გარეშე, „მაგნიტსკის“ ახალი სიის წინასწარ შედგენაში“. ბილ ბრაუდერმა სააკაშვილს უპასუხა, რომ „მისმა გუნდმა მოამზადოს დოკუმენტები, თუ ვინ არის პასუხისმგებელი მოწამვლასა და წამებაზე, და ყველაფერს გააკეთებს, რათა დასავლეთის მთავრობებმა ამას ყურადღება მიაქციონ“.