რატი იონათამიშვილი – ევროპარლამენტარებს სურთ, რადიკალების ჩავარდნილ აქციას სული შეუბერონ, უქმე დღეს სამსახურში აგენტურა გამოიყვანონ, ნაცნობი სცენარია

15:03, 19.07.2025

დღეს ხომ რადიკალების აქციაა და ამ ჩავარდნილ აქციას სული რომ შეუბერონ, ევროპარლამენტარებს სურთ, უქმე დღეს სამსახურში აგენტურა გამოიყვანონ, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, სცენარიც ნაცნობია და შედეგიც – კიდევ უფრო მეტად ჩავარდნა.

„რამდენიმე ასეული ქალი და ბავშვი რომ კვდება დაბომბვის შედეგად, ევროპარლამენტი იმაზე არ აკეთებს ხოლმე განცხადებას. მით უმეტეს, შაბათ-კვირას. დღეს ხომ რადიკალების აქციაა და ამ ჩავარდნილ აქციას რომ სული შეუბერონ, უნდათ, უქმე დღეს სამსახურში გამოიყვანონ აგენტურა. სცენარიც ნაცნობია და შედეგიც – კიდევ უფრო მეტად ჩავარდნა“, – წერს რატი იონათამიშვილი.

მსგავსი