რატი იონათამიშვილი – ე.წ. პარტიებს ამომრჩეველი არ გააჩნიათ, იმ მცირე რაოდენობის მხარდამჭერებსაც ემალებიან, მათთან გამოჩენასაც ვერ ბედავენ, რადგან საუბრის უნარი და რესურსი არ გააჩნიათ
ე.წ. პარტიებს ამომრჩეველი არ გააჩნიათ, იმ მცირე რაოდენობის მხარდამჭერებსაც ემალებიან, მათთან გამოჩენასაც ვერ ბედავენ, რადგან ელემენტარული საუბრის უნარი და რესურსი არ გააჩნიათ, — ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, ვინც ცდილობენ, უცხოური გავლენებით გავიდნენ ფონს, ერთადერთს მიაღწევენ, გახდებიან პოლიტიკური ბანკროტები.
„ვინმეს თუ ჰგონია, საქართველოში არჩევნებში გადამწყვეტია სხვა ქვეყნების მოქალაქეებთან კომუნიკაცია, ეს დრო, დიდი ხანია, დასრულებულია და არასდროს დაბრუნდება, რადგან საქართველო თავმოყვარე, ღირსეული და სუვერენული სახელმწიფოა. ვინც ცდილობენ, უცხოური გავლენებით გავიდნენ ფონს, ერთადერთი, რასაც მიაღწევენ, პოლიტიკური ბანკროტობა და იმ მდგომარეობაში ყოფნა იქნება, როდესაც ამომრჩეველი არათუ არ ეყოლებათ, მოქალაქესთან საუბრის რესურსიც კი არ ექნებათ“, — განაცხადა რატი იონათამიშვილმა.