რატი იონათამიშვილი - ძალიან უხერხულია საუბარი იმ იარაღის გადაცემა-გადმოცემაზე, რომელიც საქართველოს საკმაოდ ძვირად აქვს ნაყიდი 
რატი იონათამიშვილი - ძალიან უხერხულია საუბარი იმ იარაღის გადაცემა-გადმოცემაზე, რომელიც საქართველოს საკმაოდ ძვირად აქვს ნაყიდი 

„ქართული ოცნების“ წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, უხერხულია იმ იარაღის გადმოცემაზე საუბარი, რომელიც საქართველოს საკმაოდ ძვირად აქვს ნაყიდი.

იონათამიშვილი გამოეხმაურა საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის სტატიას, სადაც ნათქვამია, რომ უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სისტემების დაბრუნება სთხოვა. სტატიის თანახმად, მოთხოვნა მოიცავდა „ჯაველინის“ სისტემებსაც.

როგორც საქართველოს პირველ არხს რატი იონათამიშვილმა განუცხადა, მთელი რიტორიკა საუკეთესო მაგალითია ლუსტრაციისთვის, ვინ უჭერს მხარს, საქართველოში იყოს არეულობა „ომის პარტიის“ მხრიდან.

„ძალიან უხერხულია იმ იარაღის გადაცემა-გადმოცემაზე საუბარი, რომელიც საქართველოს საკმაოდ ძვირად აქვს ნაყიდი. მთელი რიტორიკა, რაც მიმდინარეობს, საუკეთესო მაგალითია ლუსტრაციისთვის: ვინ უჭერს მხარს, რომ საქართველოში იყოს არეულობა „ომის პარტიის“ მხრიდან და რა მიზნები აქვს არეულობას – თუ საქართველოში დატრიალდება უბედურება, მათ შანსი ჰქონდეთ, რაღაც სარგებელი იპოვონ.

ცხადია, „ნაცმოძრაობის“ ამ მოღალატეობრივ მიზნებს განხორციელება არ უწერია. როცა ომში მყოფი ქვეყანა ითხოვს შეიარაღებულ მხარდაჭერას, ეს უცნაური შეიძლება არ იყოს, მაგრამ მაშინ, როცა საქართველო ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა უკრაინის მხარდაჭერის თვალსაზრისით და ამაზე არ კეთდება ხაზგასმა, ცხადია, ეს უკვე მათი მხრიდან რელევანტური არ არის“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.