რატი იონათამიშვილი - ჩვენი გუნდი შეთანხმების ერთგულია, რადიკალური ოპოზიციური ძალები საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს თუ არ დაუჭერენ, ეს მათი პასუხისმგებლობა იქნება
რატი იონათამიშვილი - ჩვენი გუნდი შეთანხმების ერთგულია, რადიკალური ოპოზიციური ძალები საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს თუ არ დაუჭერენ, ეს მათი პასუხისმგებლობა იქნება

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის 92 წევრი საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს.

როგორც ჟურნალისტებს იონათამიშვილმა განუცხადა, „ქართული ოცნება“ ერთგულია 8 მარტის შეთანხმების და უმრავლესობის თითოეული წევრი შეთანხმების მნიშვნელობას აცნობიერებს.

„ჩვენი გუნდის 92 წევრი ცვლილებებს მხარს დაუჭერს, ეს პოზიცია არ შეიცვლება. ეს იმას ნიშნავს, რომ შეთანხმების ერთგული ვართ, ხოლო ადამიანები, რომლებიც საუბრობენ იმაზე, რომ გარკვეული მიზეზების გამო შეთანხმებას არ შეასრულებენ, ვფიქრობ, საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე თავს უხერხულ მდგომარეობაში ჩაიყენებენ, შემდეგ კი, მათ პასუხს ქართული საზოგადოება გასცემს. 8 მარტის შეთანხმება არ ყოფილა ორმხრივი შეთანხმება, ფაქტობრივად, პროცესში ყველა საპარლამენტო სუბიექტი იყო ჩართული. რადიკალური ოპოზიციური ძალები, რომლებიც დღემდე არ ასრულებენ საკუთარ ვალდებულებას და მონაწილეობა არ მიიღეს საყოველთაო-სახალხო გამხილვებში, თუ ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ, ეს იქნება მათი პასუხისმგებლობა, რაც არჩევნებზე აისახება“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით 19 ივნისს განიხილავს, პროექტზე პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე კი 21 ივნისს იმსჯელებენ.

ცვლილებების მისაღებად საჭიროა 113 დეპუტატის მხარდაჭერა. პროექტის გათვალისწინებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე საარჩევნო მოდელით უნდა ჩატარდეს.