რატი იონათამიშვილი - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში მნიშვნელოვანი შეფასებაა, რათა ქვეყანაში კიდევ უფრო მეტი ინვესტიციის მოზიდვა მოხდეს
რატი იონათამიშვილი - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში მნიშვნელოვანი შეფასებაა, რათა ქვეყანაში კიდევ უფრო მეტი ინვესტიციის მოზიდვა მოხდეს

ერთ-ერთი საკითხი, სადაც წინა ხელისუფლების დროს საერთაშორისო საზოგადიებისა და ჩვენი საზოგადოების თანხმობა იყო, ადმიანის საკუთრებისა და ქონების უფლების შელახვაა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ნებისმიერი კვლევა ერთ-ერთი სახელმძღვანელო და ანგარიშგასაწევი დოკუმენტია. ამასთან, როგორც იონათამიშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო დეპარტამენტის კვლევაში საქართველოში არსებული ბიზნესგარემოსა და კორუფციასთან ბრძოლისას მიღწეულ წარმატებებზეა საუბარი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

„ერთ-ერთი საკითხი, სადაც წინა ხელისუფლების დროს საერთაშორისო საზოგადიებისა და ჩვენი საზოგადოების თანხმობა იყო, ადმიანის საკუთრებისა და ქონების უფლების შელახვაა. სახელმწიფოს მხრიდან რეკეტი მიმდინარეობდა. ჩვენ ამაზე მუდმივად ვსაუბრობდით. ეს მუდმივად ხვდებოდა საერთაშორისო ანგარიშებშიც. ყველაზე ავტორიტეტულ და ანგარიშგასაწევ კვლევებშიც. ეს ის ფაქტია, რაც იყო ჩვენს ქვეყანაში და რაც ცხადია, არასდროს აღარ დაბრუნდება. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ნებისმიერი კვლევა ჩვენთვის არის ერთ-ერთი ყველაზე სახელმძღვანელო დოკუმენტი და ანგარიშგასაწევია. მნიშვნელოვანია, რომ ამ კვლევაში დადებითად არის შეფასებული საქართველოში ბიზნესგარემო, რომელიც კონკურენტუნარიანია და მყარ გარანტიებს იძლევა ინვესტორებისთვის. ასევე, საუბარია იმ წარმატებებზე, რომლებიც სტარტაპის დროს ან კორუფციის მიმართულებით მიაღწია ჩვენმა ქვეყანამ. მოყვანილია როგორც მსოფლიო ბანკის, ასევე სხვა ავტორიტეტული საერთაშირისო ორგანიზაციების ანგარიშები. ეს მნიშვნელოვანი შეფასებაა იმისთვის, რომ ქვეყანაში კიდევ უფრო მეტი ინვესტიციის მოზიდვა მოხდეს. რაც შეეხება შეფასებას 20 ივნისის ნაწილში, ჩვენ ამაზე არაერთხელ გვისაუბრია. საზოგადოებამ კარგად იცის კონკრეტულად ის, რომ ხდებოდა პარლამენტზე მიზანმიმართული შტურმი. შეჭრის მცდელობა და ამის აღკვეთა სახელმწიფოს ვალდებულება იყო. ეს არის ფაქტი, რაზეც ბევრი ჩვენგანი ვთანხმდებით და ამაზე ჩვენს სახოგადოებაში დისკუსია უკვე დასრულებულია“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოს 170 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოსსაინვესტიციო კლიმატის თაობაზე ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში აღნიშნულია, რომ მიუხედავად გამოწვევებისა, საქართველო რეგიონში მაღალ პოზიციას იკავებს, როგორც ბიზნესის კეთებისთვის კარგი ადგილი.

ასევე, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია, რომ გასხვისების თაობაზე დავები საქართველოში ხშირი არ არის, თუმცა 2012 წლამდე, წინა მთავრობის პირობებში, აღიარებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა წამოჭრეს ისტორიული მფლობელობის უფლებების არაკანონიერი გაუქმების ფაქტები სვანეთში, ანაკლიაში, გონიოსა და შავი ზღვის მიმდებარე ტერიტორიებზე.