რატი იონათამიშვილი - არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ ვეტო არ დავძლიოთ, საზოგადოებაც ნახავს, რომ ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული
რატი იონათამიშვილი - არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ ვეტო არ დავძლიოთ, საზოგადოებაც ნახავს, რომ ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული

არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ ვეტო არ დავძლიოთ, კომიტეტის სხდომაზე მსჯელობა იქნება, საინტერესო იქნება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის პოზიციებიც, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ აღნიშნული კანონპროექტი აბსოლუტურად სხვა შინაარსისაა და სხვა საკითხებზე ხდება აქცენტების გამახვილება.

„სამართლებრივი არგუმენტები ვერ მოვისმინეთ არათუ წონადი, არამედ ელემენტარული არგუმენტებიც კი. რაც შეეხება ევროპულ მოდელებსა და პრაქტიკებს, ამ მხრივ, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს მიერ შემოთავაზებული ვერსია გაცილებით უფრო მეტად არის ორიენტირებული ადამიანის უფლებებზე. შესაბამისად, არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ ვეტო არ დავძლიოთ. კომიტეტის სხდომაზე მსჯელობა იქნება, საინტერესო იქნება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის პოზიციებიც. საზოგადოებაც ნახავს, რომ ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტო დაადო. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ეს არის უფრო პოლიტიკური, ვიდრე სამართლებრივი ვეტო.