რატი ბრეგაძემ ანა ნაცვლიშვილს მიმართა - ხომ არ გახსენდებათ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ცდილობდა, აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ სარჩელები შესულიყო?
რატი ბრეგაძემ ანა ნაცვლიშვილს მიმართა - ხომ არ გახსენდებათ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ცდილობდა, აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ სარჩელები შესულიყო?

შემთხვევით, ხომ არ გახსენდებათ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ცდილობდა, აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ სარჩელები შესულიყო? – ასე მიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ „ლელოს“ წევრს, ანა ნაცვლიშვილს პარლამენტში.

რატი ბრეგაძემ სტრასბურგის სასამართლოში აგვისტოს ომის საქმეზე საქართველოს წინააღმდეგ შეტანილ სარჩელებთან დაკავშირებით ისაუბრა.

„ანა ნაცვლიშვილის კითხვა იყო სტრასბურგის სტატისტიკასთან დაკავშირებით. კონკრეტულად ის ამბობდა, რომ სტრასბურგის სტატისტიკა კი არ შემცირდა, არამედ რუსეთმა შეატანინა საქართველოს წინააღმდეგ 3 000-მდე საქმე. ვიდრე გიპასუხებთ, ერთს შეგახსენებთ. შემთხვევით, ხომ არ გახსენდებათ რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც, მათ შორის, ოსებს ხელს უწყობდა საჩივრების შეტანაში, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ იყო მიმართული. მე გთხოვდით, რომ კარგად გაიხსენოთ. ახლა თუ ვერ გაიხსენებთ ამ ორგანიზაციას, მომავალში იქნებ წერილობით მოიწეროთ. ვიცი, არ გსიამოვნებთ ეს საკითხი, როდესაც პირდაპირ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებდით და ხელს უწყობდნენ ვიღაც-ვიღაცები არასამთავრობო სექტორიდან, რომ სახელმწიფოს ინტერესების საზიანოდ შესულიყო სარჩელები საქართველოს წინააღმდეგ.

გპასუხობთ, 2008 წლის ომის თაობაზე საჩივრების შეტანა დასრულდა 2009 წელს. მე კი მთლიან პერიოდზე გესაუბრებოდით. 2004-2012 წლებში არის 5 416 საჩივარი შესული. 2013-2021 წლებში კი, მხოლოდ 982. ხედავთ თუ არა განსხვავებას? მგონი, ნათელია. სტატისტიკაა, ნათელია. კარგი იქნება, თუ დაფიქრდებით, ვიდრე სახელმწიფო ინტერესებზე ილაპარაკებთ“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.