რატი ბრეგაძე - უღირსი საქციელის ჩამდენს უნდა მოექცე ღირსეულად, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების შვილებს ვუსურვებ ყოველივე საუკეთესოს, ყველა სხვა ბავშვთან ერთად
რატი ბრეგაძე - უღირსი საქციელის ჩამდენს უნდა მოექცე ღირსეულად, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების შვილებს ვუსურვებ ყოველივე საუკეთესოს, ყველა სხვა ბავშვთან ერთად

უღირსი საქციელის ჩამდენს უნდა მოექცე ღირსეულად, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების შვილებს ვუსურვებ ყოველივე საუკეთესოს, ყველა სხვა ბავშვთან ერთად, – ამის შესახებ სქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

როგორც რატი ბრეგაძემ აღნიშნა, სახელმწიფო და „ქართული ოცნების“ გუნდი თავიდან ბოლომდე ორიენტირებულნი არიან ადამიანის ღირსებაზე, ხოლო ღირსება, პირველ რიგში, გულისხმობს იმას, რომ, მათ შორის, უღირსი საქციელის ჩამდენს უნდა მოექცე ღირსეულად.

„ერთი რამ აუცილებლად უნდა ვთქვა: ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი პოლიტიკური გუნდი თავიდან ბოლომდე ორიენტირებულია ადამიანის ღირსებაზე და ღირსება, პირველ რიგში, გულისხმობს იმას, რომ, მათ შორის, უღირსი საქციელის ჩამდენს უნდა მოექცე ღირსეულად. სწორედ ამიტომ მე ბევრს არ გავამახვილებ ამ საკითხზე ყურადღებას და რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების შვილებს ვუსურვებ ყოველივე საუკეთესოს, ყველა სხვა ბავშვთან ერთად. ასევე, ვუსურვებ მშვიდობას“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.