რატი ბრეგაძე - რეინკარნირებული კომუნისტური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, რომელიც ძალიან დეზორგანიზებულია, ცდილობს, ხავსს მოეჭიდოს, შექმნილი აჟიოტაჟი გამოიყენოს საკუთარი ინტერესებისათვის
რატი ბრეგაძე - რეინკარნირებული კომუნისტური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, რომელიც ძალიან დეზორგანიზებულია, ცდილობს, ხავსს მოეჭიდოს, შექმნილი აჟიოტაჟი გამოიყენოს საკუთარი ინტერესებისათვის

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ ვუყურებთ დადგმულ სპექტაკლს, რომლის განხორციელებასაც ცდილობს რეინკარნირებული კომუნისტური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, რომელიც ძალიან დეზორგანიზებულია, დეზორიენტირებულია და ცდილობს, ხავსს მოეჭიდოს, შექმნილი აჟიოტაჟი გამოიყენოს საკუთარი ინტერესებისათვის, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ზრუნავს მეტწილად საკუთარ ვიწროპარტიულ ინტერესებზე და არა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე.

„ეს იყო პოლიტიკური კამპანიის ნაწილი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც განიცადა ამდენი საარჩევნო მარცხი, დაკარგა ყოველგვარი საზოგადოებრივი ნდობა, იმართება თავიდან ბოლომდე არაფორმალურად, აქვთ შიდა განხეთქილება, მოქმედებდნენ თვითგადარჩენის ინსტინქტით და უნდოდათ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოეყენებინათ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

დატოვე კომენტარი