რატი ბრეგაძე კელი დეგნანს შეხვდა
რატი ბრეგაძე კელი დეგნანს შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს შეხვდა.

იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, რატი ბრეგაძემ კელი დეგნანს სამინისტროს პრიორიტეტები და ის სიახლეები გააცნო, რომლებზეც მუშაობა უკვე დაწყებულია. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და აშშ-ს შორის მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა უკვე 25 წელია, არსებობს და ის მოიცავს მართლმსაჯულების, სისხლის სამართლის, პენიტენციური სისტემების სფეროებს.

„აშშ-ის ელჩმა ხაზი გაუსვა იუსტიციის სამინისტროსთან პარტნიორობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ იუსტიციის მინისტრის პრიორიტეტების შესაბამისად, თანამშრომლობის სფეროები კიდევ უფრო გაფართოვდება“, – აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციაში.