რატი ანდრონიკაშვილმა ესპანეთში საუკეთესო მატჩი ჩაატარა - „მურსიამ“ „ვალენსიასთან“ გაიმარჯვა #1TVSPORT
რატი ანდრონიკაშვილმა ესპანეთში საუკეთესო მატჩი ჩაატარა - „მურსიამ“ „ვალენსიასთან“ გაიმარჯვა #1TVSPORT

ესპანეთის საკალთბურთო ლიგის 28-ე ტურის შეხვედრაში რატი ანდრონიკაშვილის „მურსიამ“ საკუთარ მოედანზე „ვალენსიას“ უმასპინძლა და 90:82 გაიმარჯვა.

„ვალენსიას“ წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა შედეგიანობის კუთხით საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. რატიმ მოედანზე ჯამში 13:46 წუთი გაატარა, რა დროშიც 11 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. ანდრონიკაშვილმა 5 დან 3 ორქულიანი, 2 დან 1 სამქულიანი და 2 დან 1 საჯარიმო გამოიყენა.

„მურსიას“ რიგებში გამორჩეული შეხვედრა ჰქონდა საქართველოს ნაკრების კიდევ ერთ წევრს, თად მაქფადენს. მან 21 ქულა მოაგროვა და „ვალენსიას“ კალათბურთელ ჰარპერთან ერთად შეხვედრის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა.

ამ მომენტისთვის ესპანეთის უმაღლეს ლიგაში „მურსიას“ 12 გამარჯვება და 16 მარცხი აქვს. გუნდი პლეი ოფის ზონის მიღმა, მე-11 ადგილზე იმყოფება.