რატი ანდრონიკაშვილი კარიერას რიგაში განაგრძობს #1TVSPORT
რატი ანდრონიკაშვილი კარიერას რიგაში განაგრძობს #1TVSPORT

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების უკანახაზელი რატი ანდრონიკაშვილი ლატვიის „ვეფ რიგაში“ ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ რატი საქართველოს ნაკრებში 2018 წლიდან გამოდის, გასულ სეზონში იცავდა თბილისის თსუ-სა და ესპანეთის „სარაგოსას“ ღირსებას.

რატი ანდრონიკაშვილი სტუ-ელთა შემადგენლობაში ევროთასზე საშუალოდ 14.8 ქულას, 5.6 პასსა და 4.4 მოხსნას აგროვებდა.

„კაპიტნის, დაირის ბერტანსის ტრავმის გათვალისწინებით, გუნდს უკანა ხაზში გაძლიერება სჭირდებოდა. გავაფორმეთ კონტრაქტი საქართველოს ნაკრების გამთამაშებელ რატი ანდრონიკაშვილთან, რომელიც „ვეფ რიგას“ უკვე შემოუერთდა. 29 ოქტომბერს მას გუნდში დებიუტი ექნება“, – განაცხადა კლუბის პრეზიდენტმა, გატის იახოვიჩუსმა.