ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების გამთამაშებელი რატი ანდრონიკაშილი ესპანურ „მურსიაში“ აღარ ითამაშებს, მხარეებმა კონტრაქტი გაწყვიტეს.
რატი ანდრონიკაშვილი ესპანურ კლუბს გასული წლის ნოემბერში შეუერთდა. 2022/23 წლის სეზონში ის მოედანზე საშუალოდ 5:23 წუთს ატარებდა და 2.2 ქულას, 1.2 შედეგიან პასსა და 0.5 მოხსნას აგროვებდა.
2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ანდრონიკაშვილი საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში გამოდიოდა და ტურნირზე ხუთ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
ჯერ უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას ქართველი კალათბურთელი.