რასიზმის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები გერმანიის ქალაქებშიც გაიმართა [ვიდეო]

რასიზმის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები გაიმართა გერმანიის ქალაქებშიც. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ბერლინში, მთავარ მოედანზე აქციის მონაწილეთა უმეტესობას შავი ნიღბები ეკეთა წარწერით „ვერ ვსუნთქავ“, „შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია“.

„როიტერის“ ინფორმაციით, ბერლინში გამართულ აქციაზე სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

საპროტესტო აქციები გაიმართა ქალაქ კელნში, მიუნსტერსა და ნიურბერგშიც.

მსოფლიო მაშტაბით რასიზმის საწინააღმდეგო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც 25 მაისს მინეაპოლისში, პოლიციის მიერ ფიზიკური ძალადობის შემდეგ, 46 წლის აფრო-ამერიკელი ჯორჯ ფლოიდი გარდაიცვალა.