რაშიდ ნურგალიევი ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან შეხვედრას ხვალ გეგმავს
რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევი ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან შეხვედრის გამართვას 11 იანვარს გეგმავს. ამის შესახებ არაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. პირველმა ვიცე-პრემიერმა, დაურ არშბამ განაცხადა.
მისი თქმით, 11 იანვარს ნურგალიევი აფხაზეთში შექმნილი სიტუაციის შესწავლას და ხელმძღვანელობასთან შეხვედრას გეგმავს.
როგორც დაურ არშბამ აღნიშნა, აფხაზეთში ჩასვლისას რაშიდ ნურგალიევი ოკუპირებულ აფხაზეთში განთავსებულ რუსულ სამხედრო ბაზას ეწვია.
დღეს სოხუმში ე.წ. ოპოზიციისა და დე ფაქტო მთავრობის მხარდამჭერთა აქციები იმართებოდა.