რაშფორდი – დერბი მოსისხლე მტერთან

12:06, 11.11.2018
TURIN, ITALY - NOVEMBER 07: Marcus Rashford of Manchester United gestures during the Group H match of the UEFA Champions League between Juventus and Manchester United at  on November 7, 2018 in Turin, Italy. (Photo by TF-Images/Getty Images)

დღეს დაგეგმილი მანჩესტერული დერბის წინ იუნაიტედის ფეხბურთელმა მარკუს რშფორდმა ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა.

„ჩემთვის, ჩემს კარიერაში, გამარჯვების მომტანი გოლის გატანა „სიტის“ კარში ყველაზე დასამახსოვრებელი და ამაღელვებელი მომენტი იყო. დერბი ყოველთვის დაძაბულია, თუმცა ისეთი მატჩებიდან, რომელიც მთავრდება 3-0 ან 4-0, დიდი ალბათობით, ვერაფერს ახალს ვერ იღებ. თუმცა როდესაც 1-0 ან 1-1 მთავრდება საკმაოდ რთული მატჩი, ბევრი შეიძლება მიიღო ამ მატჩისგან. სწორედ ასეთი რთული მატჩები მიყვარს, რომელიც უკეთესს გხდის, როგორც სპორტსმენს“, – აცხადებს ფეხბურთელი.

ჯერ უცნობია, იქნება თუ არა ძირითად შემადგენლობაში მარკუს რაშფორდი, თუმცა ფაქტია, რომ მას ძალიან კარგად გამოსდის დერბიში თამაში.

მსგავსი