რასა იუკნევიჩიენე – „ქართული ოცნება“ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ რეპრესიებს ამკაცრებს, ვერ დავუშვებთ, რომ საქართველო დავიწყებას მიეცეს
„ქართული ოცნება“ ამკაცრებს რეპრესიებს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, ვერ დავუშვებთ, რომ საქართველო დავიწყებას მიეცეს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც იუკნევიჩიენე აღნიშნავს, ევროპარლამენტმა განსაზღვრა, როგორ უნდა უპასუხოს ევროკავშირმა.
„„ქართული ოცნება“ ამკაცრებს რეპრესიებს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. თბილისის საქალაქო სასამართლომ გაყინა შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები ფიქტიური „საბოტაჟის“ საქმის ფარგლებში, იმის გამო, რომ ისინი მომიტინგეებს ელემენტარული დამცავი საშუალებებით ამარაგებდნენ. ევროპარლამენტმა განსაზღვრა, როგორ უნდა უპასუხოს ევროკავშირმა. ვერ დავუშვებთ, რომ საქართველო დავიწყებას მიეცეს“, – წერს იუკნევიჩიენე.
Georgian Dream escalates its crackdown on peaceful protesters.
Tbilisi City Court froze bank accounts of 7 CSOs under a bogus “sabotage” probe for giving protesters basic protective gear.@Europarl_EN has set out how EU should respond.
We cannot let Georgia slip into oblivion. https://t.co/zJVEP3KOI2
— Rasa Juknevičienė (@RJukneviciene) August 27, 2025