მოვუწოდებ ევროკავშირს, ყველაფერი გააკეთოს, რომ საქართველოში ხელისუფლების სისასტიკე შეაჩეროს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, სამარცხვინოა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ თავისუფლებისთვის მებრძოლებს გაუკეთა.
„მოვუწოდებ ევროკავშირს, ყველაფერი გააკეთოს, რომ საქართველოში ხელისუფლების სისასტიკე შეაჩეროს. „ქართულმა ოცნებამ“ რაც გაუკეთა ნიკა გვარამიასა და სხვა ქართველ თავისუფლებისთვის მებრძოლებს, აბსოლუტურად სამარცხვინოა“, – დაწერა რასა იუკნევიჩიენემ და განათავსა ბანერი: „თავისუფლება ნიკა გვარამიას“.