რასა იუკნევიჩიენე - ჩვენ გვჭირდება საქართველო ევროკავშირში, ვინც ამბობს, რომ საქართველოს ევროკავშირში არავინ ელოდება, ტყუილს ამბობს
რასა იუკნევიჩიენე - ჩვენ გვჭირდება საქართველო ევროკავშირში, ვინც ამბობს, რომ საქართველოს ევროკავშირში არავინ ელოდება, ტყუილს ამბობს

როგორც ლიეტუველმა, მე უნდა გავაკეთო ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, ჩვენ გვჭირდება საქართველო ევროკავშირში, ისინი, ვინც ამბობენ, რომ საქართველოს ევროკავშირში არავინ ელოდება, ტყუილს ამბობენ, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მმართველი პარტიიდან არის მკაფიო გზავნილი ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების შესახებ.

„ჩვენ ძალიან კარგად ვხვდებით, რომ ამ ე.წ. ნაცრისფერ ზონებში, რომლებზეც ევროკავშირის წევრობა არ ვრცელდება, შემდეგ ვრცელდება „რუსკი მირი“ , რუსული გავლენა, კრემლის გავლენა. ასევე, მინდა, ვთქვა, რომ რაც საქართველოში ბოლო წლებში ხდებოდა, ვგულისხმობ საქართველოს მმართველი პარტიის ქცევას, როდესაც ისინი მეტ-ნაკლებად სამართლიან არჩევნებში აირჩიეს და ახლა ეს რეჟიმი, რომელიც ამის გაგრძელებას ცდილობს ქუჩაში ძალადობით, ეს არის შეუთავსებელი ევროკავშირთან. ახლა ნიღბები მოხსნილია. მმართველი პარტიიდან არის მკაფიო გზავნილი მათი ევროკავშირთან თანამშრომლობის თაობაზე და საქართველოს გაწევრიანებაზე ევროკავშირში. ასე რომ, ყველაფერი ხალხის ხელშია და სწორედ ამიტომ ვდგავართ ამ ხალხის გვერდით, რომლებიც იბრძვიან ჩვენი საერთო ღირებულებებისთვის, რომლის გაზიარებაც გვსურს“, – განაცხადა იუკნევიჩიენემ.