რასა იუკნევიჩიენე – ახლახან დააკავეს ნიკა მელია, წინა კვირას – ზურაბ ჯაფარიძე, საქართველოში ვითარება უარესდება, ევროკავშირმა და წევრმა ქვეყნებმა უნდა იმოქმედონ
ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას გამოეხმაურა.
როგორც იუკნევიჩიენე სოციალურ ქსელ X-ში წერს, ევროკავშირმა და წევრმა ქვეყნებმა უნდა იმოქმედონ.
„ახლახან დააკავეს ქუჩაში კიდევ ერთი ქართველი ოპოზიციონერი ლიდერი ნიკა მელია. წინა კვირას – ზურაბ ჯაფარიძე. საქართველოში ვითარება უარესდება. ევროკავშირმა და წევრმა ქვეყნებმა უნდა იმოქმედონ“, – წერს რასა იუკნევიჩიენე.
„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
როგორც შსს-ში განაცხადეს, მელია სამართალდამცველების მიერ დაკავებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით.
Just now, another Georgian opposition leader, Nika Melia, was arrested on the street.A week ago – Zurab Japaridze.The situation in Georgia is getting worse.
EU and Member states must act!@eucopresident @kajakallas @MartaKosEU pic.twitter.com/IyoKYXmfhI— Rasa Juknevičienė (@RJukneviciene) May 29, 2025